გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

125 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, 30 წლის ქართველმა მოჭიდავემ ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დრამატულ ბრძოლაში 10-9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
გენო პეტრიაშვილს ოლიმპიურ თამაშებზე უკვე ყველა სინჯის მედალი აქვს მოგებული — 2016 წელს ბრინჯაოს, 2021 წელს ვერცხლი და 2024 წელს ოქრო.








