ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია საკუთარ მოედანზე მალმიოს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას ფეხბურთელებმა - ივა გელაშვილმა და იური ტაბატაძემ გააკეთეს.
"დაკარგული არაფერია. წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს. ამ მატჩში იყო კარგი და ცუდი მომენტებიც, რაც უნდა გავაანალიზოთ და ვნახოთ, რა არის გამოსასწორებელი, რათა მეორე მატჩში გამარჯვება ვეცადოთ", - ივა გელაშვილი.
"სამწუხაროდ, ძალიან ცუდი შედეგი დავაფიქსიროთ. გოლი საწყის წუთებში მივიღეთ და ამან თამაშის მიმდინარეობა აგვირია. გამოჩნდა, რომ გასვლითი თამაშის მოგება შეგვიძლია და იმედი არის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგ მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ", - იური ტაბატაძე.








