კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედომ ორდაბასი 4:3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ტორპედოს ფეხბურთელებმა გააკეთეს და თამაში შეაფასეს.
ვლადიმერ მამუჩაშვილი: "ემოციებისგან დაცლილი ვარ. გვქონდა შეცდომები, გოლები გავუშვით, თუმცა ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით, რადგან გუნდი არ დანებდა. ვაჩვენეთ ხასიათი და ყველას დავანახეთ, რომ ტორპედო არ დანებდება. საბოლოოდ, ჯერ დასრულებული მაინც არაფერია. რთული განმეორებითი მატჩი გველის და ყველაფერი იქ გადაწყდება"
პაატა ღუდუშაური: "ყველამ ვიცოდით, თუ რა მნიშვნელობის მატჩი იყო ყველას ვულოცავთ ამ გამარჯვებას. წინ განმეორებით მატჩია და იქაც უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ყველა ერთი ოჯახი ვართ და ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ"
შეგახსენებთ, რომ ორდაბასისა და ტორპედოს განმეორებითი შეხვედრა ყაზახეთში ზუსტად ერთ კვირაში შედგება.








