კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორპედო საკუთარ მოედანზე ორდაბასს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა გააკეთა.
"იყო რამდენიმე მომენტი, სადაც არ გაგვიმართლა. 1:0 ვიგებდით და 3 წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც გადაწყობა რთული იყო.
იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე ფიზიკურად მზად არ იყვნენ და ისინი მეორე ტაიმში გამოვიყვანე. რთულია ისეთი მოთამაშეების გარეშე დაწყება, როგორებიც კოხრეიძე და ღუდუშაური არიან. მათ საოცარ ტექნიკური არსენალი აქვთ.
ვფიქრობ, მეორე ტაიმი უკეთესი გვქონდა. წინ განმეორებითი მატჩია და დასრულებული არაფერია", - განაცხადა შუსტერმა.








