პრემიერ ლიგის მეორე ტურში ტოტენჰემმა ამჯერად საკუთარ კედლებში განიცადა მორიგი მარცხი გოლის გატანის გარეშე, ნიუკასლ იუნაიტედთან, 0:2. აღნიშნულ შეხვედრას თვალს ადევნებდნენ კარლო ანჩელოტი და რობერტო მანჩინი, რომელთათვის ინტერესის სფეროს ბრაზილიისა და იტალიის ეროვნული გუნდების მოთამაშეები წარმოადგენდნენ.
"სელესაოს" მწვრთნელს სურდა დაკვირვებოდა რიშარლისონს, ჟოელინტონს, სავინიოსა და სოუზას, თუმცა ამ ოთხეულიდან მოედანზე არცერთი არ გამოსულა. "აძურის" დამრიგებლის ინტერესთა სფეროში კი იყვნენ სანდრო ტონალი და დესტინი უდოჯი, რომლებმაც მართალია ითამაშეს, მაგრამ უშედეგოდ.
როგორც აღვნიშნეთ, ლონდონური გუნდი დამარცხდა, ისე რომ იტალიელმა ფეხბურთელებმა "კაჭკაჭებთან" ვერაფერი გააწყეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 1 დღით ადრე, 67 წლის სპეციალისტი უილფრიდ მბაპესთან ერთად დაესწრო თავისი ყოფილი კლუბის, პარი სენ-ჟერმენის შეხვედრას ლილთან, რომელიც 2:2 დასრულდა.
ბრაზილიელი ფეხბურთელები ამ მატჩშიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა იტალიელი მწვრთნელის ინტერესის სფეროში იყო ადამიანი, ვინც "პენტაკამპეონეს" არ უკავშირდება. საუბარია ანჩელოტის შვილზე, დავიდეზე, რომელიც სწორედ "მასტიფთა" დამრიგებლად მუშაობს. მის მიერ დამოძღვრილი "წითლები" ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ შეხვედრის მიწურულს პსჟ-მ მაინც შეძლო თამაშის გადარჩენა.












