ქუთაისის ტორპედო ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. კლუბის ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ხვალიდან შეკრების პირველ ნაწილს ქობულეთში გაივლიან.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით ქუთაისურმა კლუბმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და გერმანელი ფეხბურთელი მოჰამედ ჩერიფი დაიმატა.
24 წლის ჩერიფი პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. ბოლოს ის გერმანულ ფლენსბურგში გამოდიოდა, მანამდე კი ავსტრიის ჩემპიონატში თამაშობდა.
მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, ტორპედოს სწორედ გერმანელი სპეციალისტი დირკ შუსტერი ჩაიბარებს. ჩერიფის გარდა, ტორპედომ ოფიციალურად პაატა ღუდუშაური, ლევან ხარაბაძე და გლიბ კატკოვი დაიმატა.