დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს იბერია და სტ.ტრუიდენი დაუპირისპირდებიან.
ჩვენმა მეტოქემ ბელგიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. მათი ფეხბურთელების ძირითადი ნაწილი იაპონელია, რადგან სტ.ტრუიდენი იაპონელი ბიზნესმენების მფლობელობაშია.
სტ.ტრუიდენის ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ფასი 45.18 მილიონ ევროს შეადგენს, რაც 5-ჯერ მეტია იბერიას ფეხბურთელებზე.
მათი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები სწორედ იაპონელები არიან - მეკარე ლეო კოკუბო და მცველი კოტა ტაკაი - ორივე 5-5 მილიონი ევრო.
რაც შეეხება იბერიას, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 9.53 მილიონ ევროს შეადგენს.
იბერიას ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილია (2.5 მილიონი ევრო), რომელიც ფოთის კოლხეთიდან იჯარით თამაშობს და მომავალ წელს ლონდონის არსენალის ფეხბურთელი გახდება.











