9-16 თებერვალს საქართველო ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. შეჯიბრი ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
სამთო თხილამურობასა და ბიათლონში შეჯიბრებები ბაკურიანში ჩატარდება, ფიგურულ ციგურაობაში - ბათუმში, ჰოკეი კი თბილისში. ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ 9 თებერვალსგაიხსნება და 16 თებერვალს დაიხურება. გახსნის და დახურვის ცერემონიები ბაკურიანში გაიმართება.
ტურნირზე საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
სამთო თხილამურობა
იასონ ვეზდენი
გიორგი ჯაფარიძე
ირაკლი ხერგიანი
გოგა გულედანი
ანასტასია მირიანაშვილი
ნელი უსტიმენკო
ფიგურული ციგურაობა
ინგა გურგენიძე
ბიათლონი
შიო ქუჩუკიანი - სპორტსმენი
ბაკურიანი 2025 საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს, - ლერი ხაბელოვი



















