2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს 57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრა მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა.
ოლიმპიადის 1/8 ფინალში 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი შუკურონ ამინოვა ვაზარით დაამარცხა და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
1/4 ფინალში ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელა სილვა იქნება, რომელმაც პირველ წრეში დაისვენა, ხოლო 1/8 ფინალში თურქმენ პარდაიევას აჯობა.
წარმატებული სტარტი — ეთერ ლიპარტელიანი პარიზის ოლიმპიადის 1/8 ფინალში გავიდა



















