დღეს თბილისის გრანდ სლემზე ძიუდოში საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ). ქართველი დაძაბულ ფინალს ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 აგებდა, თუმცა საბოლოოდ 13:12 გაიმარჯვა და თბილისის გრანდ სლემზე ზედიზედ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში ბრინჯაო ნინო ლოლაძემ დაისაკუთრა. დღესვე ეთერ ლიპარტელიანის მეუღლემ, თემურ ნოზაძემ (-66 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გამარჯვების შემდგე, ეთერ ლიპარტელიანმა, lagazzetta.ge-სთან ისაუბრა:
- ეთო გილოცავთ გამარჯვებას, რას იტყვი ფინალის შესახებ?
- რა თქმა უნდა, მობილოზებული ვიყავი, ძალინ მინდოდა, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი, რომ საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა და ჩვენი გულშრმატკივარი გამახარებინა. მიხარია, რომ ეს ყველაფერი შევძელი, ფინალში ძალიან დაძაბული ბროლა მქონდა, 3 გდებას ვაგებდი, მაგრამ არ დავნებდი და გავიმარჯვე, ჩემპიონი გავხდი.

- შენთან ერთად კვარცხლბეკძე კიდევ ეთი ქართველი, ნინო ლოლაძე იდგა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა…
- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია დღეს კვარცხლბეკზე ჩემთან ერთად ნინი ლოლაძის დგომა, მინდა მივულოცო მას ბრინჯაოს მედლის მოპოვება. იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ მედალს მოვიპოვებთ ერთად და კიდევ ბევრჯერ გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.
- ერთ დღეს 2 მედალი - თქვენმა მეუღლემ დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა...
- რა თქმა უნდა, მედლები სასიხარულოა, სამწუხაროდ, ფინალში ჩემმა მეუღლემ წააგო, არ მინდოდა მეც წამეგო ფინალი და ორივე გულდაწყვეტილი წავსულიყავით სახლში. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო, დამატებითი ძალა მომცა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა, შემომებრუნებინა დაპირისპირება და გამარჯვება მომეპოვებინა.
თემურ ნოზაძე: დღეს გამარჯვება მინდოდა, თუმცა იმედია ჩემი მეუღლე მოიგებს ოქროს
ზედიზედ მეორედ! — ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია
ლუკა მხეიძე: მიხარია, რომ ოლიმპიურ ციკლს ჩემს სამშობლოში გამარჯვებით ვიწყებ



















