დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვს 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ორთაბრძოლების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ნურმაგომედოვს ხელის მოტეხილობა დაუდგინდა და ტრავმის გამო სპორტულმა კომისიამ მას 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
შემოწმების შედეგად, სერიოზული დაზიანებები არ გამოუვლინდა მერაბ დვალიშვილს და ქართველი მებრძოლის შემთხვევაში, კომისია მხოლოდ 1 კვირიანი სავალდებულო დასვენებით შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლა 5 რაუნდს გაგრძელდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქართველის გამარჯვებით დასრულდა.




















