რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან დინამო თბილისის ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი იქნება.
მოგეხსენებათ, კაკაშვილი წლების განმავლობაში დინამოს აკადემიაში მუშაობდა, გასული სეზონის ბოლოს კი სამტრედიას მთავარი მწვრთნელი იყო.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, კაკაშვილი სამტრედიას 2 ფეხბურთელს იმატებს. დინამოელები იმერული კლუბის ლეგიონერებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დინამოს მთავარი სამიზნე ბრაზილიელი მცველი ლეონარდო ასუნსეუ და განელი თავდამსხმელი დანიელ ოვუსუ არიან.
ლეონარდომ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში სამტრედიას მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, ოვუსუ კი 21 შეხვედრაში 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ავსტრიული ზალცბურგის საკუთრებაა.
დინამო თბილისი კვლავ აპირებს რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას, რომლის შესახებაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.