UFC 298-ის დასრულების შემდეგ, დანა უაითმა პრესკონფერენცია გამართა და მთავარ მოქმედ პირზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა.
"ილიას შესახებ ბევრი კითხვები იყო, რადგან ასეთი დონის ბრძოლაში მონაწილეობას პირველად იღებდა და უკეთეს შედეგს ვერც ინატრებდა. მას შეუძლია UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ჯერ თავის დივიზიონში უნდა დაასრულოს საქმე და შემდეგ იფიქროს ახალ გამოწვევებზე" - დანა უაითი.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი, მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.