UFC-ის ცნობილმა მსუბუქწონოსანმა - დასტინ პორიემ, უკანასკნელად ინტერვიუ MMAFighting-თან ჩაწერა, სადაც მან სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად ილია თოფურიას ბოლო გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.
"ნამდვილად ღირსეული საქციელია, როცა დივიზიონის ქამარს ტყუილად არ იკავებ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვები სატიტულო შეხვედრის გამო ბევრს წვალობენ.
ილიამ ქამარი ვაკანტური გახადა, მაქს ჰოლოვეი სასწაული გზით დააფინიშა. ჩემზე დამოკიდებული რომ იყოს, მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას პირდაპირ მივცემდი." - განაცხადა "ბრილიანტმა" ინტერვიუში
"ელ მატადორი" ამჟამად მომავალ მეტოქეს ეძებს. დანა უაითის გადმოცემით ისინი ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და ანონსს ახლო მომავალში ვიხილავთ.