UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა - ილია თოფურიამ უკანასკნელად "full send podcast"-თან ისაუბრა, სადაც მან თავისი და ბრიტანელი მებრძოლის პირადი დაპირისპირება განიხილა.
"პიმბლეტის ჰაიპი ამ მომენტში ძალიან მაღალია, მაგრამ მისი და ჩემი საბრძოლო ხარისხი არც უნდა შეადარო, რადგან ჩვენ სრულიად სხვადასხვა დონეზე ვართ.
ის ჩვეულებრივი იდიოტივით იქცეოდა და ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. მან საუბარი ომზე დაიწყო, რომელიც ჩვენ ადრე რუსეთთან გვქონდა. მან განაცხადა, რომ ახლა მესმის, თუ რატომ დაბომბა საქართველო რუსეთმაო. ამ ომში ბევრი ბავშვი და უბრალო ადამიანი დაიღუპა. როცა ესეთ რაღაცებზე ხუმრობ, უბრალოდ შეეცადე, რომ ქუჩაში არ გადამეყარო, რადგან თავს წაგაძრობ. ის ცდილობს, რომ პოპულარობა მსგავს რაღაცებზე დაცინვით მოიხვეჭოს, მე კი ასეთი რამე არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ," - განაცხადა თოფურიამ.
დაახლოებით 2-3 წლის წინ, "ელ მატადორი" წონითი კატეგორიის რეიტინგში არ იყო, რის გამოც მისი და ახალბედა ინგლისელის შეხვედრას UFC დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო, ეს ბრძოლა ვერ შედგა.
თავდაპირველად, დაპირისპირება პედი პიმბლეტის პროვოკაციული კომენტარებით დაიწყო, რომელიც მან გურამ ქუთათელაძის მიმართ თქვა. მალევე ამ ყველაფერში ილიაც ჩაერთო, რასაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ პედი პიმბლეტის დამამცირებელი სიტყვები მოჰყვა.
მოგეხსენებათ, რომ პიმბლეტი მსუბუქწონოსანია, ხოლო თოფურიას მიზანიც ამჟამად ქვემსუბუქიდან ზემოთა დივიზიონში ასვლაა. მიუხედავად ამისა, დროის გასვლამ ეს ღონისძიება უფრო და უფრო უაზრო გახადა, რადგან ამჟამად ილია ბევრად ელიტარული მებრძოლია და ქვემსუბუქი წონის ქამარს ფლობს, ხოლო პედი მე-12 არის თავის დივიზიონში, რაც ნიშნავს იმას, რომ ლივერპულელი კონტენდერისთვის მსგავს ათლეტთან ბრძოლა ცალსახად დაუმსახურებელია.
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
ლას ვეგასში მიმდინარე UFC Fight Night-ის მეინ ქარდი გახსნა ოთარ თანზილოვმა, ვინც მალკოლმ უელმეიქერი ულამაზესი ნოკაუტით დაამარცხა. ჩხუბი დასრულდა მე-2 რაუნდში, როცა ქართველი მებრძოლის ჰედქიქს ამერიკელმა მოწინააღმდეგემ ვერაფერი დაუპირისპირა. იდეალური მოგება 28 წლის სპორტსმენის ანგა…
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე 14 ნოემბერს აბუ დაბიში დაგეგმილ RAF-ის ივენთზე იჭიდავებს. მისი მეტოქე იქნება წარსულში UFC-ის მებრძოლი, ზაბიტ მაგომედშარიპოვი, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2022-ში სპორტული კარიერა დაასრულა. დაღესტნელი ვეტერანის ბო…
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონს შეუძლია კარიერის დასრულება, რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. ამერიკელმა პოდკასტერმა "ჰაილაითს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლიც უწოდა. "ის, რაც…
უკვე ბევრი ითქვა იმის თაობაზე, თუ როგორი კონკურენტული დივიზიონია UFC-ის მსუბუქი წონა. ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, პედი პიმბლეტი, მაურისიო რუფი და სხვები. სადაც არ უნდა გავიხედოთ, 70 კილოგრამში ყველგან ვარსკვლავურ მებრძოლს წავაწყდებით. ჯასტინ გეიჯი…