23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. დღეს ბათუმში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით, ოლიმპიურ დღსთან დაკავშირებით, მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხავდასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა.
სპორტული აქტივობები ბათუმის ზღვისპირა პარკის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა შემდეგ სახეობებში: ქვიშის ფრენბურთი, კარატე, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, მინი ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში გაიმართა შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნურის ტბაზე - კანოეში, ჭადრაკში - ბათუმის ბულვარში ,,ნონას კლუბში“.
გაიმართა მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი და ველოგარბენი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღესოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებმა,სპორტსმენბმა აჭარიდან, მოხალისეებმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლბის და სპორტის სამინისტროს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა.
ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან.
ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ისაუბრა: " შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად საქართველოში ჩატრებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ორგანიზებული ღონისძიება. სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, მათ შორის ბათუმის ბულვარში მოწყობილ მძლეოსნურ გარბენში სხვადადხვა ასაკის ორი ათასადამდე ადამიანი მონაწილეობდა, ქალაქის ცენტრი მორთული იყო შესაბამისი ბანერებით, დაჯილდოების ცერემონია კი დიდ სცენაზე ჩატარდა. ოლიმპიური დღის ასე წარმატებულად ორგანიზებაში ჩვენ მხარში გვედგნენ ბათუმის მერია, სპორტული ორგანიზაციები და კლუბები, ასევე სეოკ-ის სპონსორები."
23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან აღინიშნება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.














