UFC-ის ლეგენდარულმა ფიგურამ, ბას რუტენმა, Bloody Elbow-სთან მიცემულ ინტერვიუში თავის საყვარელ მებრძოლებზე ისაუბრა, სადაც საპატიო ადგილს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილიც იკავებს.
"დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა, ისრაელ ადესანია, კაილა ჰარისონი და ამანდა ნუნეში — ჩემთვის ყველა მათგანი საოცარი სანახავია. მომწონს მებრძოლები, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ნოკაუტით, ასევე საბმიშენით გამარჯვება."
რამდენიმე კვირაში, UFC 320-ს T-Mobile Arena-ზე, ლას ვეგასში ვიხილავთ. ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა ქვემძიმე დივიზიონის ქამრისათვის გამართული რევანშია, რომელშიც ერთმანეთს მაგომედ ანკალაევი და ალექს პერეირა დაუპირისპირდებიან.
Co-main ივენთზე კი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ სენდჰეგენს შეებრძოლება, სადაც ქართველი "მანქანა" გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას შეეცდება.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






