მილანის გენერალურმა დირექტორმა, ჯორჯო ფურლანიმ, რაფაელ ლეაუს მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გარემარბის სახელს ბარსელონას უკავშირებენ. კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარცხენა ვინგერს აქტიურად ეძებს. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსმა კატალონიაში გადასვლაზე უარი განაცხადა.
იტალიელი ფუნქციონერის კომენტარის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბლაუგრანას" სხვა ვარიანტზე ფიქრი მოუწევს, რადგან პორტუგალიელი გარემარბი "როსონერიში" რჩება.
"ლეაუს ბარსელონაში ტრანსფერი? - გამორიცხულია. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ის კლუბს არ დატოვებს. ვფიქრობ, ჩემი გზავნილი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", - განაცხადა "შავ-წითლების" დირექტორმა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის" ალტერნატიულ ვარიანტი ფედერიკო კიეზაა, რომლის გაფორმება კლუბს 20 მილიონ ევრომდე დაუჯდება. ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ტურინის იუვენტუსი თავადაც მუშაობს იტალიელი ვინგერის გაყიდვაზე.