ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის ატლეტიკო ესტუმრა ვილიარეალს, რომელთანაც ფრე, 2:2 ითამაშა.
მე-18 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, არნაუ დანჯუმას გოლით, თუმცა უკვე 2 წუთში, მარკოს ლორენტემ წონასწორობა აღადგინა.
პირველი ტაიმის მიწურულს, კოკეს ავტოგოლის შემდეგ, ვილიარეალი ისევ დაწინაურდა და ატლეტიკოს ისევ მოუწია თამაშში დაბრუნება, ამჯერად ახალწვეული ალექსანდერ სორლოტის გოლით.
შეხვედრის 78-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა ხულიან ალვარესიც, თუმცა თავისი გუნდისთვის 3 ქულის მოტანა მან ვერ შეძლო.