Merca-ს ინფორმაციით ვიგებთ, რომ ჩარლზ ოლივეირასა და ილია თოფურიას შორის დიალოგი გრძელდება.
რამდენიმე ხნის წინ, "ლეგენდა" ბრაზილიელი მებრძოლის უკანასკნელ კომენტარს გამოეხმაურა.
"მე პირად დაპირისპირებას სპორტში არასდროს ვრევ. ჩარლზთან პრობლემა არ მაქვს, როცა კარიერებს დავასრულებთ, დიდი ალბათობით ერთად ვისადილებთ, ვივახშმებთ და კარგ დროსაც გავატარებთ, მაგრამ, სპორტი მაინც სპორტად რჩება. ჩემი და ალექსანდრეს მაგალითი რომ ავიღოთ, ძმობის მიუხედავად, ოქტაგონში ან ტატამზე უკან არც ერთი ვიხევთ და მაქსიმუმს ვდებთ. თუ ჩემი ძმის წინააღმდეგ ნაბიჯსაც არ ვდგავ უკან, ჩარლზთან რატომ გავაკეთებ ამას?
მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია – მე უბრალოდ სიმართლე ვთქვი. მას 10 წაგება აქვს, აქედან 5 ნოკაუტით, 4 საბმიშენით და ერთი მსაჯთა გადაწყვეტილებით. როცა ის 145 ფაუნდში ჩხუბობდა, კაბ სვენსონთანაც დამარცხდა. მხოლოდ ამ ფაქტით შეგვიძლია საუბრის დასრულება. მან მსუბუქში გააკეთა ის, რისი მიღწევაც ქვემსუბუქში ვერ შეძლო – იგი ჩემპიონი გახდა. ამიტომ ვერ ვხვდები, თუ როგორაა ეს წონითი კატეგორია ჩემს ძველ დივიზიონზე რთული. არ ვიცი, სიმართლის თქმა უპატივცემულობა როდიდანაა..." – განაცხადა ილიამ პრესკონფერენციაზე.