როგორც მოგეხსენებათ, არნე სლოტმა პრემიერ ლიგა თავის სადებიუტო სეზონშივე მოიგო. მის გამოჩენამდე, აღნიშნული მიღწევა ფიქსირდებოდა მხოლოდ 4 დამრიგებლის სახელზე. ესენი არიან: ჟოზე მოურინიო (ჩელსი, 2004/05), კარლო ანჩელოტი (ჩელსი, 2009/10), მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი, 2013/14) და ანტონიო კონტე (ჩელსი, 2016/17).
ამის გარდა, ნიდერლანდელი მწვრთნელი არის მესამე ყველაზე ახალგაზრდა დამრიგებელი (46 წელი, 222 დღე), რომელმაც პრემიერ ლიგა მოიგო. ლივერპულის თავკაცზე ახალგაზრდები იყვნენ მხოლოდ ჟოზე მოურინიო (ჩელსი, 42 წელი, 94 დღე) და კენი დალგლიში (ბლექბერნი, 44 წელი, 71 დღე).
შეგახსენებთ იმასაც, რომ მერსისაიდელებმა სლოტთან ერთად ინგლისის ჩემპიონატი მოიგეს მეოცედ, რითაც ტიტულების რაოდენობით მანჩესტერ იუნაიტედს გუთანაბრდნენ. "წითლები" 2013 წლიდან პრინციპულ მეტოქეს ჩამორჩებოდნენ 2 ჩემპიონობით, მაგრამ იურგენ კლოპისა და მისი ნიდერლანდელი მემკვიდრის დახმარებით, ჩამორჩენის აღმოფხვრა დროულად მოხერხდა.








