ცნობილია, თუ როდის შედგება ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში. 9 თებერვალი, 312 ივენთი, მისი მოწინააღმდეგე კოდი ჰადონი იქნება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პრომოუშენის წევრი მიმდინარე წლის ზაფხულში გახდა.
"ელ კასადორის" ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ერთი მარცხი არის. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს, ავსტრალიელი მებრძოლის ანგარიშზე არის რვა მოგება და ერთი წაგება. თავისი ბოლო ჩხუბი 26 წლის მებრძოლმა ჩაატარა სწორედ UFC-ში, მან მსაჯთა გადაწყვეტილებით დენ არგუეტასთან იმარჯვა.