UFC 312-ის პრელიმის პირველ ბრძოლაში შედგა ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ქართველი მებრძოლის პირველი ჩხუბი მსოფლიოს მთავარ საბრძოლო ორგანიზაციაში.
დებიუტი ჰქონდა "ელ კონკისტადორის" ავსტრალიელ მოწინააღმდეგესაც, რომელიც მასთან შეხვედრამდე დაუმარცხებელი იყო. როგორც ვხედავთ, UFC-ის პირველმა ქართველმა დეიუტანტმა 2021 წლის შემდეგ, მოგებით დაიწყო.
აქვე დავამატებთ, რომ აღნიშნული ბრძოლის შემდეგ, 29 წლის მებრძოლს კარიერაში უკვე ექვსი გამარჯვება დაუგროვდა.