საქართველოს ხელბურთის ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ევროპის ხელბურთის ფედერაციის სათავო ოფისში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ლეგენდარულ ქართველ ხელბურთელს, ალექსანდრე ანპილოგოვს, ხელბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ორდენი გადაეცა. მას ჯილდო საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ გადასცა.
ქართველი ხელბურთელი ალექსანდრე ანპილოგოვი მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ის ასევე 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.













