პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთი აქტიურად მიმდინარეობს და რამდენიმე საინტერესო მატჩიც ვიხილეთ. მაგალითად, პირველ ტურში კანადის ქალთა ნაკრებმა ახალი ზელანდია 2:1 დაამარცხა.
ამ, ერთი შეხედვით მშვიდი და სანახაობრივი, მატჩის უკან ბევრი უცნობი ფაქტი დგას, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია.
საქმე ის არის, რომ კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაიქირავა ჯაშუში, რომელიც დრონის მეშვეობით წინა დღეებში თავისი მომავალი მეტოქის, ახალი ზელანდიის მთლიან მზადებას და ყოველი ფეხის ნაბიჯს აფიქსირებდა, რაც კანონით აკრძალულია.
საბოლოოდ, პოლიციამ დრონის არალეგალურ ადგილას გამოყენებისთვის ეს ჯაშუში დააკავა და 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, კანადის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბევ პრისმენი ოლიმპიურმა კომიტეტმა პარიზის ოლიმპიადიდან მოკვეთა და მომავალ მატჩებში კანადას მისი ასისტენტი უხელმძღვანელებს.
ამასთან ერთად, FIFA-მ გამოიძება დაიწყო და თუ ეს ინფორმაცია 100%-ით დადასტურდება, კანადელთა თავკაცს მკაცრი სასჯელი მომავალში, სხვა საერთაშორისო ასპარეზზეც ელის.
თავად პრისმენი გაუგებრობისთვის საჯარო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, როგორც მისთვის, ისე კანადის ნაკრებისთვისაც მიმდინარე ოლიმპიადაზე მის გარეშე გამოსვლა უკეთესი იქნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯაშუში, რომელიც დრონით სარგებლობდა, დაკავებულია. მან დანაშაული აღიარა და 8-თვიან პატიმრობასთან ერთად, ჯარიმის სახით 45 ათას ევროს გადაახდევინებენ.