26 ივლისიდან, მსოფლიოს სპორტული ეპიცენტრი პარიზი ხდება, 5 დღეში საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი გახსნის ცერემონიის დეტალებს არ ასაჯაროებს, გულშემატკივარს, ჯადოსნურ და დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება. პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია სტადიონზე არ გაიმართება.
პარიზის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნა, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებს მოიცავს, მდინარე სენის სანაპიროს 6 კილომეტრიან ზოლზე გადაჭიმული საზეიმო ღონისძიებები ტროკადეროს სტადიონზე დასრულდება, რომელიც ეიფელის კოშკთან მდებარეობს, სპეციალურად ოლიმპიადისთვის მოეწყო და დროებითია.
ათეულობით ნავი, ათასობით სპორტსმენს მდინარე სენის გავლით მიიყვანს სტადიონზე.
6 კილომეტრზე გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ თვალი ადევნონ დაუვიწყარ სანახაობას, სადაც სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება შოუს ელემენტებით.
XXXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დასრულდება.
7 დღე ოლიმპიადამდე - როდის ასპარეზობენ ქართველები?
პარიზი 2024: ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზად 1 მილიონ ლარს მიიღებენ
რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი იასპარეზებს საქართველოდან პარიზის ოლიმპიადაზე?
პარიზი 2024: ნინო სალუქვაძე მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზებს



















