გამარჯვება დიდი ანგარიშით, - საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით 10:1 მოიგო, შეგახსენებთ პირველი მატჩში საქართველომ 5:0 გაამარჯვა.
ესტონეთის წინააღმდეგ გიორგი ღავთაძემ ოთხი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულეს ლევან სვანიძემ და ჯანიკო გიორგაიამ. თითო გოლი ასევე თავი ჯანო კვარაცხელიას და შოთა თოფურიას ანგარიშზეა.
ესტონეთის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ევრო 2026-ისთივს მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








