წესები და პირობები
ზოგადი დებულებები
შპს „სეტანტა სპორტს მედია“ (ს/ნ: 400231806) წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პროგნოზების ლიგის ორგანიზატორს. ორგანიზატორს, ან/და მის მიერ განსაზღვრულ ადმინისტრატორს აქვს უფლება შეცვალოს ან/და განაახლოს წესები და პირობები, შესაბამისი ცვლილებების შესახებ წინასწარი შეტყობინების გარეშე. ორგანიზატორი პასუხისმგებელია გათამაშების სამართლიანად ჩატარებასა და ლიდერბორდის შედეგების სიზუსტეზე.
1. მონაწილეობა
1.1 პროგნოზების ლიგაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე. 1.2 თითოეული მონაწილე ვალდებულია დაიცვას და მიიღოს წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები.
2. თამაშის სტრუქტურა
2.1 ადმინისტრატორი ქმნის თითოეული ტურის ფარგლებში აპლიკაციას, რომელშიც იქნება მითითებული 5-დან 20 შეკითხვამდე კონკრეტულ სპორტულ ღონისძიებებზე. 2.2 მონაწილეები ავსებენ თავიანთ პროგნოზებს აპლიკაციაში მოცემული მატჩებისა და კითხვების საფუძველზე.
3. ქულების დათვლა და ლიდერბორდი
3.1 თითოეული სწორი პასუხი შეფასდება წინასწარ განსაზღვრული ქულებით. ლიდერბორდი შედგება თითოეული მონაწილის მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით.
4. პრიზები
4.1 თითოეულ ტურში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მოიგონ წინასწარ განსაზღვრული პრიზები. 4.2 პრიზები და საპრიზო ადგილების რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს თითოეული ტურის ფარგლებში.
5. ტურის კონკრეტული წესები
5.1 თითოეულ ტურს ექნება საკუთარი ინდივიდუალური წესები, რომელშიც დეტალურად იქნება მითითებული მონაწილეობის პირობები, კონკრეტული ტურის შეკითხვები და პრიზები.
6. პასუხისმგებლობა
6.1 პროგნოზების ლიგის ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკურ შეფერხებებზე ან სხვა გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მონაწილეთა მიერ გაკეთებულ პროგნოზებზე.