ქართველმა ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელი ელიოს ლატშუმანაია დაამარცხა და თბილისში მიმდინარე ტურნირზე საქართველო მე-3 ოქროს მედალი მოუტანა.
ამავე წონაში (J2 კატეგორია, -95კგ.) ბრინჯაოს მედალი ლაშა ყიზილაშვილმა მოიპოვა.
ფინალში იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა რევაზ ჩიკოიძე (J2 +95კგ).
შეგახსენებთ, თბილისის მსოფლიო თასზე ქართველებმა ჯამში 7 მედლაი მოიპოვეს, პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი ქალდანმა (-70კგ) და საბა ბაღდავაძემ (-81კგ) ჩემპიონობა იზეიმეს, ზურაბ ზურაბიანი (-70კგ) ვერცხლს დაეუფლა, ბაჩუკი შელია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.










