სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალ'ოლიომ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ოსერთან შეხვედრაში ახალგაზრდა ვინგერმა შეასრულა ჰეთ-თრიკი, რითაც "მწვანეებს" 3 ქულა მოუტანა. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ქართველ შემტევს ლიგა 1-ში გოლი გატანილი აქამდე არ ჰქონდა.
ზურიკო დღეს ძალიან ეფექტური იყო. მას შეეძლო მეტის გატანაც, რადგან სხვა შანსებიც ჰქონდა. შრომა დაუფასდა, შემიძლია ვთქვა, რომ სრულყოფილი მატჩი ჰქონდა. ეს თამაში დავითაშვილის კარიერისთვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. ასეთი თამაშის ნიშნები მას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ამხანაგურ შეხვედრებში ჰქონდა.
დღეს ქართველი გარემარბის დღეა, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ მას კიდევ მომატებაც შეუძლია", - განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ, რონელთა ვინგერის ანგარიშზე არის 3 გატანილი ბურთი და 2 ასისტი.