UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშზე თვალზე ჭრილობა მიიღო. მიღებული ტრავმის კადრები სოციალურ ქსელში თავად მებრძოლმა განათავსა. კადრში ჩანს, თუ როგორ ადებენ ქართველ სპორტსმენს თვალზე ნაკერებს. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა UFC-ის პრეზიდენტი, დეინა უაიტი, რომელმაც "მანქანა" მწვავედ გააკრიტიკა.
"დვალიშვილის ჭრილობის შესახებ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რადგან მან სოციალურ ქსელში ფოტოები თავად განათავსა. ჩვენი მებრძოლები ძალიან სულელები არიან. კრივის შესახებ ბევრი რამ მითქვამს, მაგრამ ერთი რამ, რის გამოც კრივი იმსახურებს ქებას არის ის, რომ, თუ მოსამზადებელი კემპის დროს ხდება რამე, ამის შესახებ ვერავინ იგებს.
ჩვენს მებრძოლებს კი ერთი სული აქვთ, თუ როდის გააგებინებენ ამის შესახებ მსოფლიოს. რატომ უნდა იცოდეს ო'მალიმ შენი სუსტი წერტილის შესახებ? ზოგიერთი მებრძოლი ისეთი სულელია, რომ დაუჯერებელიც არის. მერაბის შემცვლელი? ამის გაგონებაც არ მინდა! სფეროში გასამართი ივენთი იმდენად ძვირი ჯდება, რომ ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა გამანადგურებელი იყოს", - განაცხადა ამერიკელმა.
მოგვიანებით, ქართველი მებრძოლის ტრავმას გამოეხმაურა შონიც - "ამ პატარა ვირთხას ურჩევნია, ბრძოლას არ ჩაეხსნას. ღმერთს გეფიცებით!". "მანქანის" პასუხმაც არ დააყოვნა - "დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, მცირე დაზიანება მივიღე ვარჯიშზე. ბრძოლას არასდროს ჩავხსნილვარ და არც არასდროს ჩავეხსნები! მოვდივარ, ო'მალი - ძლიერი, როგორც არასდროს", - წერს 33 წლის მებრძოლი.