ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში დისციპლინის დამყარებას აგრძელებს. მისი მოთხოვნა ასეთია - ფეხბურთელები ვალდებებასზე მინიმუმ ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. ესპანურმა პრესამ კი გაარკვია, რომ ყველაზე ადრე "სამეფო კლუბის" ვარჯიშზე მოდის 2 მოთამაშე: ჯუდ ბელინგემი და ალვარო კარერასი.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა ახალი წესების თაობაზე საჯაროდაც ისაუბრა - "ვალდებებასზე გამოცხადება ერთი საათით და არა ხუთი წუთით ადრე, გონივრულია. წინასწარ მომზადება, საუზმე დიეტოლოგების მეთვალყურეობით, ტრავმების თავიდან აცილება...ეს ყველაფერი გვჭირდება", - განაცხადა სანტიაგო ბერნაბეუს მკვიდრთა დამრიგებელმა.
"განსაკუთრებულმა" დაამკვიდრა კიდევ ერთი წესი - დაგვიანებული ფეხბურთელი სავარჯიშო სესიას ჩაატარებს არა საერთო ჯგუფში, არამედ ინდივიდუალურად. ამის გარდა, დასჯილი მოთამაშე რეალის უახლოეს შეხვედრასაც გამოტოვებს.











