ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში მიიღო მალაგა, რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. მასპინძლებმა საქმე დაამთავრეს შეხვედრის 1-ვე ნახევარში, 30-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 3-ბურთიანი უპირატესობა იყო. ეს იყო "სამეფო კლუბის" 3/3 მოგება, 9 ქულა და 1-ელი პოზიცია პრიმერას სატურნირო ცხრილში.
რეალი 4:0 მალაგა
გოლები: 1:0 ჯუდ ბელინგემი 19', 2:0 ალფონსო ერერო (ავტოგოლი) 26', 3:0 კილიან მბაპე 30', 4:0 არდა გიულერი 90+1.












