ყოველი თვის დასაწყისში, ნაპოლის გულშემატკივრები თავიანთი გუნდის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ.
მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც ეს წოდება თებერვალშიც დაიმსახურა და საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ დასახელდა.
მარტში კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით 2 გოლი გაიტანა, უშუალოდ ნაპოლიმ კი მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, ისიც თვის დასაწყისში იუვენტუსთან.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.