ზედიზედ მეორედ — გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა

125 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს შეხვდა და მეტოქე 7-0 დაამარცხა.
ოლიმპიადის ფინალში გენო პეტრიაშვილის მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაძაბულ ბრძოლაში 2-1 მოუგო.







