ზაზა ნადირაძემ უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კანოეში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ერთადგილიანი კანოეთი 200 მ. დისტანციაზე იასპარეზა და აღნიშნული მანძილის დაფარვა 39.180 წამში შეძლო. ნადირაძე მცირედით ჩამორჩა მეორეადგილოსან ესპანელ პაბლო გრანას (39.083 წ.) პირველ ადგილზე პოლონელი ოლექსი კოლიადიჩი (38.660 წ.) გავიდა.
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 2017 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2019 წელს კი ბრინჯაოს დაეუფლა. ქართველმა 2018 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.