ცნობილმა ბიზნესგამოცემა “Forbes”-მა სხვადასხვა ქვეყნაში 30 წლამდე ყველაზე წარმატებული და გავლენიანი 30 ადამიანის სია გამოაქვეყნა. აღნიშნულ სიაში შედიან სხვადასხვა ინდუსტრიის ყველაზე იმედისმომცემი წარმომადგენლები, თვითონ ნომინაცია კი განსაკუთრებით პრესტიჟულად მიიჩნევა.
Forbes España-ს წლევანდელ გარეკანზე მოხვდა UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია. როგორც მოგეხსენებათ, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მან ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. ცხადია, ქართველი მებრძოლი არ აპირებს მხოლოდ ამ მიღწევაზე გაჩერებას, წინ მას საჩემპიონო ტიტულის დაცვა ელის.
შეგახსენებთ, რომ "ელ მატადორის" მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოუეი იქნება. ბრძოლა 26 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული ბრძოლის შესახებ ცნობები თვეების განმავლობაში დადიოდა და რამდენიმე კვირის წინ, ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა.