ყველაზე მეტი რბოლა, პოდიუმი, ტიტული და სხვა — ფორმულა 1-ის რეკორდები

ხუან მანუელ ფანხიო, ნიკი ლაუდა, ალან პროსტი, აირტონ სენა, მიხაელ შუმახერი, ლუის ჰამილტონი, მაქს ვერსტაპენი — ეს იმ მრბოლელების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც არაერთი რეკორდი დაამყარეს და ავტოსპორტის ისტორია შეცვალეს. გთავაზობთ, რამდენიმე გამორჩეულ რეკორდს ფორმულა 1-ის ისტორიაში.
ყველაზე მეტი ტიტული — 7 (მიხაელ შუმახერი / ლუის ჰამილტონი)
ყველაზე მეტი ჩატარებული რბოლა — 405 (ფერნანდო ალონსო)
ყველაზე მეტი მოგებული რბოლა — 105 (ლუის ჰამილტონი)
ყველაზე მეტი მოგებული რბოლა ერთ სეზონში — 19 (მაქს ვერსტაპენი)
ყველაზე მეტი პოულ პოზიცია — 104 (ლუის ჰამილტონი)
ყველაზე მეტი პოულ პოზიცია ზედიზედ — 8 (აირტონ სენა / მაქს ვერსტაპენი)
ყველაზე მეტი პოდიუმი — 202 (ლუის ჰამილტონი)
ყველაზე მეტი ქულა — 4,863.5 (ლუის ჰამილტონი)
ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში — 575 (მაქს ვერსტაპენი)









