მიმდინარე სეზონში პსჟ საოცარ ფორმაშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია გადავიდა.
არის 4 კომპონენტი, რაშიც პსჟ არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში გამორჩეულია.
პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ერთადერთია, რომელსაც ამ სეზონში თამაში არ წაუგია.
ამასთანავე, წელს პსჟ-ს თამაშის მიმდინარეობისას ყველაზე ნაკლები შეცდომა აქვს გაშვებული - 210.
მიმდინარე სეზონში პსჟ-ს ყველაზე ნაკლები ყვითელი ბარათი აქვს მიღებული - 28.
პარიზული კლუბი ერთ-ერთ იმ იშვიათ გუნდებს მიეკუთვნება, რომელთაც მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი საერთოდ არ მიუღიათ - 0.