წილისყრასთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და გამოცდილმა წევრმა, გიორგი შერმადინმა ისაუბრა:
"ძალიან რთული ჯგუფია, თუმცა დარწმუნებული ვარ ყველასთან შეიძლება მოგება, ჩვენი მწვრთნელებისა და ფედერაციის დახმარებით მჯერა ძალიან კარგ შეკრებას გავივლით და ძალიან კარგად მომზადებულები შევხვდებით ევროპის ჩემპიონატს. ჩვენი გუნდის ორი ვარსკვლავი, ვინც შესარჩევ ეტაპზე ვერ დაგვეხმარა, - სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც ჩვენთან იქნებიან ევრობასკეტზე. პირადად მე, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული იყოს. აქვე გეტყვით, რომ მომავალ ევრობასკეტზე ჩატარებული მატჩები ჩემთვის უკანასკნელი იქნება ნაკრების მაისურით, ჩემთვის ეს მეექვსე ევრობასკეტია და დავასრულებ სანაკრებო კარიერას. იმედი მაქვს, მომავალ ევრობსკტზე ყველანი გახარებულები ვიქნებით ჩვენი შედეგით."








