ლაციოსთან გამართულ შეხვედრაში ნაპოლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც უდინეზესთან შეხვედრა გამოტოვა.
ექიმების თქმით, კვარაცხელია დაახლოებით 2 კვირას იუქმებდა, თუმცა საქმე უკეთესობისკენ მიდის და კვარაცხელიამ ვარჯიში უკვე განაახლა.
23 წლის შემტევმა გუშინ ინდივიდუალურად, ფიტნეს დარბაზში ივარჯიშა და რამდენიმე დღეში მინდორზე ვარჯიშსაც განაახლებს.
რა თქმა უნდა, ის ჯენოასთან მატჩს გამოტოვებს, თუმცა თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, 29 დეკემბერს, ვერონასთან მატჩში მას უკვე სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ.