რამდენიმე დღის წინ, გაიმართა SBC Summit Lisbon-ი, სადაც ერთ-ერთი სპიკერი იყო UFC-ის ახალი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი. გთავაზობთ მისი ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს, ქვემოთ კი შეგიძლიათ სრულადაც იხილოთ ქართველი მებრძოლის საუბარი სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
- პირველ რიგში, მინდა მოგილოცო UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობა. მსოფლიო ასპარეზზე წარმოადგენ საქართველოს და ამ ფაქტმა შენს ქვეყანაში გმირად გაქცია. როგორ მოქმედებს შენს მოტივაციასა და მენტალობაზე ეს სტატუსი?
- დიდი მადლობა. ამ ქამრისთვის დიდი ხანი ვიბრძოდი და ახლა, როგორც იქნა, ის ჩემთან არის. საქართველო ყოველთვის მგულშემატკივრობდა. მიყვარს საქართველო და სწორედ ამიტომ დავიწყე ვარჯიში, რადგან ჩემი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე მინდოდა რომ მესახელებინა. მადლობა ღმერთს, ახლა სწორედ ამას ვაკეთებ.
მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას სიამაყის საფუძველს ვაძლევ. როდესაც ტელეფონში ვნახე, თუ რამდენი ადამიანი აღნიშნავდა ჩემს გამარჯვებას, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, რაც ასევე, დიდი პასუხისმგებლობაც არის. ქართველების მხარდაჭერას ვგრძნობ ყველგან და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო.
- ჩვენ გაგვიმართლა - თბილისში ვიყავით მაშინ, როდესაც საქართველომ დაამარცხა პორტუგალია, ანგარიშით 2:0. სახლში დასაბრუნებლად ერთ საათზე მეტი დაგვჭირდა, რადგან ქალაქი სავსე იყო მანქანებით, ცა კი ფეიერვერკებით მოჭედილი. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც შენ ჩემპიონის ტიტული მოიპოვე...
- გავიგე, რომ დაახლოებით იგივე ხდებოდა. მთელი ქვეყანა გარეთ იყო და ბრძოლას უყურებდა. ქალაქში ტელევიზორები იყო დამონტაჟებული. ადრე ადგომა მოუწიათ მათაც, ვინც სახლში დარჩნენ. სიგიჟე იყო.
- საბრძოლო სპორტს ქართული ჭიდაობით ეზიარე, ეს დისციპლინა შენი საბრძოლო სტილის ფუნდამენტური ნაწილია. რა წვლილი შეიტანა ქართულმა ჭიდაობამ მერაბ დვალიშვილის მებრძოლად ჩამოყალიბებაში, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურადაც...
- ქართული ჭიდაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პატარა ვიყავი და ვხედავდი ათლეტებს, ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. როდესაც ორი ჯანმრთელი, ენერგიული ათლეტი ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა.
სწორედ ამიტომ დავიწყე ქართულ ჭიდაობაში ვარჯიში. შემდეგ გადავედი ჯუდოში, იყო ცოტა სამბოც. მოგვიანებით გავხდი MMA-ს მებრძოლი, თუმცა ქართული ჭიდაობა ჩემთვის ისევ მნიშვნელოვან ატრიბუტად რჩება. ქართული ჭიდაობის რამდენიმე ტექნიკას ახლაც ვიყენებ.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში გადახვედი მაშინ, როდესაც 21 წლისაც არ იყავი. ეს ახალგაზრდა მებრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია. რა გავლენა მოახდინა აშშ-ში გადასვლამ შენს კარიერაზე და რა სირთულეების გადალახვა მოგიწია?
- თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა. არ ვიცოდი ინგლისური, ვერ ვიბრძოდი პროფესიონალურად, სამოყვარულო ბრძოლების გამართავასაც ვერ ვახერხებდი. მეტსაც გეტყვი, სავარჯიშო დარბაზიც კი არ მქონდა. 1 წელი გავფლანგე დარბაზის პოვნაში, შემდეგ როგორც იქნა, ვიპოვე, მაგრამ იმ დროს სრული დატვირთვით მუშაობაც მომიწია.
მშენებლობაზე ვმუშაობდი. მთელი დღე მიწევდა მუშაობა და ვარჯიშისთვის დრო მხოლოდ ღამე მქონდა. ღმერთის წყალობით, მქონდა საკმარისი მოტივაცია სპორტში დასარჩენად, ბრძოლა დავაყენე ყველაფერზე წინ და ყველაფერიც გამომივიდა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლიში კევინ დე ბრუინსა და მასიმილიანო ალეგრის შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. ეს იმ გუნდის რთული მდგომარეობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომელმაც სეზონის პირველ 8 მატჩში 4 მარცხი განიცადა. ალეგრი ფიორენტინასთან იმედგამაცრუებელი ფრის შემდეგ ფ…
ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში პარიზელთა შემტევმა დეზირე დუემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მანჩესტერ სიტის გაუტანა. ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს შორის, სტუმართა გამარჯვებით 2:4 დასრულდა. მატჩის შემდეგ, დუემ საქებარი სიტყვები ლეგენდარული ტიერი ანრისგან მი…
დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს იბერია და სტ.ტრუიდენი დაუპირისპირდებიან. ჩვენმა მეტოქემ ბელგიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. მათი ფეხბურთელების ძირითადი ნაწილი იაპონელია, რადგან სტ.ტრუიდენი იაპონელი ბიზნესმენების მ…
ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — სამედიცინო გამოკვლევებმა ლაუტარო მარტინესს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთების დაზიანება დაუდასტურა, რის გამოც არგენტინელ ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაში არ შეეძლება. იტალიური პრესის ინფორმაციით,…
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. სკანდალურმა სპორტსმენმა ივარაუდა - ჯასტინ გეიჯისთან წაგების შემდეგ, ქართველი მებრძოლი ვეღარასდროს დაბრუნდება ისეთი, როგორიც ის თეთრ სახლში ჩატარებულ ღონისძიებამდე იყო. "თოფურიას პატივს ვცემ,…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო მადრიდთან დამარცხდნენ, ლისანდრო მარტინესი კლუბის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა, რის გამოც არგენტინელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, დაისჯება. ამ დრომდე გაურკვეველია მაიკლ კერიკი…
დადასტურებულად — ხეტაფე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც ესპანურმა კლუბმა ინგლისელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთა. შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყველა კლუბს სრულიად უფასო…