ვოლფი: "დროა მაქს ვერსტაპენთან ფლირტი დასრულდეს"

"არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ — როდესაც გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული, მის შეცვლაზე არ უნდა ისაუბრო და მრბოლელებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადო."
"რა თქმა უნდა იგივე ეხება ვერსტაპენსაც და ვფიქრობ, რომ დროა მასთან ფლირტი დასრულდეს. თუ გუნდში რაღაცები უარყოფითისკენ შეიცვლება, მაშინ შეიძლება მის შეცვლაზე ფიქრი და საუბარი" — განაცხადა ტოტო ვოლფმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმეა თვეა რედ ბულში არეულობაა და ვერსტაპენის მერსედესში შესაძლო გადასვლაზე აქტიურად საუბრობენ. 2025 წელს გერმანულ გუნდს ჰემილტონი დატოვებს და მის ადგილს ოფიციალურად ანტონელი დაიკავებს, რომელიც რასელის მეწყვილე იქნება.








