ქალაქ ნიცას სისხლის სამართლის სასამართლომ ვისამ ბენ იედერი დამნაშავედ ცნო სექსუალურ ძალადობაში. სასამართლომ პროკურატურის ყველა ბრალდება დააკმაყოფილა, რის გამოც ფრანგს ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ბენ იედერს ასევე მოუწევს ზრუნვა და კომპენსაციის გაწევა მსხვერპლისთვის, რომელიც დაზარალდა — ფრანგმა უნდა გადაიხადოს €6500 ევრო (€5000 ევრო მორალური ზიანისთვის და €1500 ევრო სამართლებრივი ხარჯებისთვის).
ბენ იედერი ასევე დაჯარიმდა დამატებით €5000 ევროთი, პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობისთვის, როდესაც მანქანის გაჩერებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მართვის მოწმობა ექვსი თვის ვადით შეუჩერდა.
ფეხბურთელის წინააღმდეგ სხვა საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ საქმე ეხება 2023 წლის ზაფხულში ქალის გაუპატიურებას.
ფრანგული RMC Sport როგორც წერს, ბენ იედერს წლის ბოლოს ასევე გაასამართლებენ ცოლზე სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, როგორც მათი განქორწინების პროცესის ნაწილი.