1 ივნისს,
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და დორტმუნდი დაუპირისპირდებიან.
სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ აზრი კილიან მბაპეს ჰკითხეს.
"ფინალს მეც, თქვენს მსგავსად, როგორც რიგითი გულშემატკივარი ისე ვუყურებ და დარწმუნებული ვარ სიამოვნებას მივიღებ. თუ ფეხბურთი გიყვარს ამ მატჩს აუცილებლად უნდა უყურო.
ზოგადად, ვცდილობ ყველა ტოპ ჩემპიონატს ვუყურო - ინგლისის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგასაც.
რამდენჯერმე ამ ტურნირის მოგებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია. მთავარია, არ დავნებდე, რადგან ამის შანსი კიდევ რამდენჯერმე მომეცემა" - განაცხადა მბაპემ.