შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ, MMA-ს სამყაროში ტრიალებს კითხვა, თუ ვის წინააღმდეგ უნდა დაიცვას მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი? ცხადია, ერთ-ერთი აქტუალური ვარიანტი
"შუგასთან" მე-2 ჩხუბი არის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩემპიონმა მეტოქეს მოუგო უშანსოდ, ორგანიზაციაში ისტორიის გაგრძელებები ძალიან უყვართ.
ყველაზე რეალურ ვარიანტად ამ დროისთვის უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა ითვლება. ხაბიბის ნათესავი სუპერმსუბუქი დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია, რომელსაც 18 ჩხუბის მანძილზე ერთხელაც არ წაუგია. დაღესტნელ მებრძოლზე წინ დივიზიონის რეიტინგში მხოლოდ "მანქანა" და ყოფილი ამერიკელი ჩემპიონი არიან.
დვალიშვილის გარშემო პრესაში იტრიალებს დივიზიონის სხვა ტოპ მებრძოლების სახელებიც. მაგალითად - დეივესონ ფიგუეირედო, მარლონ ვერა და კორი სენდჰეგენი. თავად ქართველი ჩემპიონის პოზიცია ასეთია: "მეტოქეს დენა შეარჩევს. ვისთანაც მეტყვის, იმასთან ვიჩხუბებ".