Liverpool Echo-ს მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენის ერთადერთი სატრანსფერო ვარიანტი არ ყოფილა. ახალგაზრდა ფლანგელის გადმობირებამდე, პსჟ-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ადემოლა ლუკმენის აგენტმა გამართა. დედაქალაქური კლუბი არ იყო მისი გაფორმების წინააღმდეგი, მაგრამ ტრანსფერს ვეტო ლუის ენრიკემ დაადო.
ესპანელი მწვრთნელის ერთადერთი სამიზნე სწორედ ქართველი შემტევი იყო. ისმის კითხვა - რატომ საუბრობს ინგლისური გამოცემა პარიზული გუნდის ტრანსფერებზე? საქმე ისაა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ბერგამოს ატალანტაში ატარებს ბოლო სეზონს და მის სახელს უკვე უკავშირებენ არაერთ კლუბს, მათ შორის ლივერპულსაც.
ინგლისურმა გამოცემამ სწორედ ამ ყველაფერს მოაყოლა ის ფაქტი, რომ "ლა დეას" ლიდერს ჯერ კიდევ ზამთარში შეეძლო გუნდის გამოცვლა, რომ არა "ლურჯ-წითლების" დამრიგებლის უარი. შეგახსენებთ იმასაც, რომ მერსისაიდელების გარდა, ჯან პიერო გასპერინის გუნდის მე-11 ნომრის სახელს პრემიერ ლიგის სხვა ტოპ კლუბებსაც უკავშირებენ.