მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა ოქროს ბურთის მოგების თავისი კანდიდატი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებას ვინისიუს ჟუნიორი მიიღებს. ყოფილი გერმანელი შუახაზელის აზრით, ამ ჯილდოს სხვა მოთამაშე უფრო იმსახურებს.
"ოქროს ბურთი ვინისიუსს? - ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება. ჩემს პირად რეიტინგში ის მხოლოდ მესამე ადგილზე არის. ვინ იმსახურებს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ჟუნიორზე მეტად? - როდრი. ის არის ესპანეთის ეროვნული გუნდისა და სიტის ტვინი, მან ევრო 2024 და პრემიერ ლიგა მოიგო.
მეორე ადგილზე ბელინგემს დავაყენებდი. დიახ, საკლუბო დონეზე ის და ბრაზილიელი თავდამსხმელი თანაბრად იყვნენ, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული გუნდის წარმატებაში ჯუდმა უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ ამიტომ ვაყენებ მას თავის თანაგუნდელზე წინ", - განაცხადა "რეკორდმაისტერის" ყოფილმა შუახაზელმა.