მადრიდის რეალის ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა, კარიერის რთული პერიოდი და მის მიმართ წლების განმავლობაში გაჟღერებული კრიტიკა გაიხსენა, რასაც ხმამაღალი განცხადებით უპასუხა.
"ნორმალურია, რომ შეცვლით უკმაყოფილო დავრჩი. მინდა ყველა წუთი ვითამაშო და გუნდს დავეხმარო, თუმცა ეს შეუძლებელია. ენდრიკი მოედანზე შემოვიდა და მატჩი შეცვალა — ის მეორე ტაიმში საუკეთესო მოთამაშე იყო. იმედი გვაქვს, ის და ესპი განვითარებას ასე გააგრძელებენ."
"შეშფოთებული არ ვარ, თუმცა საკუთარ თავზე ვბრაზობ, რადგან ჩემს საუკეთესო ვერსიას ვერ ვაჩვენებ. გახსოვდეთ, აქ 18 წლის ასაკში მოვედი და ბევრი დამცინოდა. ამბობდნენ, რომ გოლის გატანა არ შემიძლია, შემდეგ კი რეალის მაისურით 100-ზე მეტი გოლი გავიტანე."
"ვინი ყოველთვის ბრუნდება, დაიმახსოვრეთ! აქ, მადრიდის რეალში, უამრავი ტიტული მოვიგე — მათი სათითაოდ ჩამოთვლა და დათვლა არ მჭირდება“ — ვინისიუს ჟუნიორი.
შეგახსენეთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში ვინისიუს ჟუნიორმა წითელი ბარათი მიიღო და 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. შესაბამისად, ბრაზილიელი შემტევი ელ კლასიკოს გამოტოვებს.











