თუ ერთი თვის წინ პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მიმდინარე რეიტინგში საუკეთესო 20-ეულშიც არ იყო, დღეს მისი პროგრესი თვალსაჩინოა.
ასტონ ვილასთან გატანილი ულამაზესი გოლის და მატჩის საუკეთესოდ დასახელების შემდეგ, კვარამ რეიტინგში მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ეს გამოწვეული იქიდანაცაა, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის შანსები გაეზარდა, ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი სწორედ ქართველია, რომელმაც პსჟ-ს შეტევა ახალ დონეზე გადაიყვანა.
პირველ და მეორე ადგილს ბარსელონას ლიდერები - რაფინია და იამალი იკავებენ. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას სწორედ რაფინია ლიდერობს.
ოქროს ბურთი 2025 TOP 10
1. რაფინია (ბარსელონა)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
4. უსმან დემბელე (პსჟ)
5. კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)
6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
7. პედრი (ბარსელონა)
8. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
9. ვინისიუსი (მადრიდის რეალი)
10. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)